აზერბაიჯანის ინფორმაციით, მათმა ჯარმა სომხეთის სარეზერვო ძალები გაანადგურა.
„სომხეთის არმიის მე-10 სამთო მსროლელი დივიზიის მე-7 სამთო მსროლელი პოლკის მეორე ბატალიონმა ჩვენს მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადა“ - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის თავდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, ბატალიონმა დახმარებისთვის სარდლობას მიმართა.
„ჩვენმა ნაწილებმა დასახმარებლად მიმავალი სარეზევრო ძალები აღმოაჩინეს და გაანადგურეს,“- აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში.