სომხეთის პროვოკაციის შედეგად დაღუპულია 63 და დაშავებულია 292 მშვიდობიანი მოქალაქე, - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის გენერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამავე მონაცემების თანახმად, სომხეთის მიერ დასახლებების დაბომბვის შედეგად სერიოზულად დაზიანდა 90 მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, 1 981 სახლი და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის 386 შენობა.