სომხეთის პროვოკაციის შედეგად დაღუპულია 27 და დაშავებულია 141 მშვიდობიანი მოქალაქე, - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე სერიოზულად დაზიანდა 63 სამოქალაქო ობიექტი და 376 საცხოვრებელი სახლი.
შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბრის შემდეგ არ წყდება. დაღუპული და დაშავებულია ასობით ადამიაი, მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეები. სომხური და აზერბაიჯანული მხარეები სიტუაციის ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.