აზერბაიჯანის ავიახაზები“ საქართველოს მიმართულებით ფრენის სიხშირეს ზრდის - Palitra News

აზერბაიჯანის ავიახაზები“ საქართველოს მიმართულებით ფრენის სიხშირეს ზრდის

2017-03-13 14:47:39+04:00

აზერბაიჯანული ავიაკომპანია აზერბაიჯან ეარლაინსი საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენის სიხშირეს ზრდის. 2017 წლის 28 მარტიდან ავიაკომპანია, ბაქო-თბილისი-ბაქოს მიმართულებით კვირაში 8 სიხშირით იფრენს, ხოლო 2 მაისიდან 2 სიხშირე დაემატება და ფრენები კვირაში 10-ჯერ შესრულდება. ამ დრომდე აზერბაიჯანული ავიაკომპანია ფრენებს კვირაში 7 სიხშირით ასრულებდა. ფრენები ეარბას ა319 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება.