აზერბაიჯანი თურქეთისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებაზე დამატებითი ზომების მიღებას აპირებს. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ადგილობრივ ტელეკომპანიებთან სადემონსტრაციო ღონისძიებაზე განაცხადა.
ცნობისთვის, აზერბაიჯანმა გუშინ კასპიის შელფზე ბუნებრივი აირის საბადო „აფშერონის“ დამუშავება დაიწყო. ალიევის თქმით, თურქეთისთვის მოცულობის ზრდა მას შემდეგ მოხდება, რაც ქვეყანა დაიწყებს „აფშერონის“ საბადოს დამუშავების მეორე ფაზას, რომლის მარაგები 350-360 მილიარდ კუბურ მეტრად და 100 მილიონ ტონა კონდენსატად არის შეფასებული.
ცნობისთვის, „აფშერონის“ პროექტში მონაწილეობენ აზერბაიჯანული SOCAR-ი და ფრანგული Total-ი, რომლებსაც ამ საბადოს 50-50 პროცენტი ეკუთვნით.