აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო უსაფუძვლოს უწოდებს სომხეთის მხარის განცხადებას, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების დანაყოფებმა სომხურ პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს. „სომხეთის მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს აზერბაიჯანის არმიის ნაწილების მიერ ერასხის მიმართულებით სროლა მოხდა, არანაირი საფუძველი არ აქვს. ვაცხადებთ, რომ აზერბაიჯანის არმიის არც ერთ ქვედანაყოფს საწინააღმდეგო მხარეს ცეცხლი არ გაუხსნია“, - ნათქვამია აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების განცხადებაში.