აზერბაიჯანმა საბაჟოზე შემოწმების წესები შეცვალა. როგორც გამოცემა Day.Az წერს, ამის შესახებ ინფორმაცია მინისტრთა კაბინეტმა სამშაბათს გაავრცელა. მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, საბაჟო ექსპერტიზის ჩატარება ყველა პროდუქტზე სავალდებულოა. საბაჟოს ექსპერტებს დასკვნის გაცემაზე უარის თქმა იმ შემთხვევაში შეეძლებათ, თუ საკითხი მათ პროფესიულ ცოდნას სცილდება ან წარმოდგენილი დოკუმენტაცია საბაჟო დასკვნის დასაწერად საკმარისი არ არის.
ახალი წესების ამოქმედებამდე კი, საბაჟო ექსპერტიზაზე უარის თქმა შესაძლებელი იყო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დასკვნის დაწერა არასაკმარისი დოკუმენტაციის გამო ვერ ხერხდებოდა. ცნობისთვის, აღნიშნულ ცვლილებებს აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ხელი უკვე მოაწერა.