დავით გარეჯში, უდაბნოს მონასტრამდე მისასვლელი მონაკვეთი, გახსნილია. აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა სასულიერო პირებს და მრევლს დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრამდე მისვლის უფლება მისცეს. დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტის, კირიონის განცხადებით, ამ დროისთვის მომლოცველებს, ადგილობრივ მოსახლეობას და ტურისტებს მონასტრამდე გადაადგილება თავისუფლად შეუძლიათ.
შეგახსენებთ, დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტის, კირიონის ცნობით, სამი დღის განმავლობაში აზერბაიჯანელებს უდაბნოს მონასტერი გადაკეტილი ჰქონდათ და სასულიერო პირებს მონასტერში აღარ უშვებდნენ.
ფაქტთან დაკავშირებით 25 აპრილს დღის ბოლოს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, გახსნას პუნქტები, რომლებიც იმ დროისთვის იყო დაკეტილი.