არსებული ინფორმაციით, აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა საქართველოს მოქალაქე დაჭრეს. დაჭრილი ეთნიკურად აზერბაიჯანელია. შემთხვევა საქართველო - აზერბაიჯანის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. დაშავებულს შესაბამისი მკურნალობა აზერბაიჯანის საავადმყოფოში უტარდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ფაქტს ადასტურებენ, თუმცა არ აკონკრეტებენ, რამ გამოიწვია საქართველოს მოქალაქის დაშავება და კონკრეტულად, საზღვრის რომელ მონაკვეთზე მოხდა ინციდენტი, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული პირი აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა შემთხვევით დაჭრეს.
უწყების განმარტებით, დაშავებულის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.