აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი ჟურნალისტის თბილისში გაუჩინარების საქმეს საკანონმდებლო ორგანოში ეხმიანებიან. საპარლამენტო უმცირესობაში აღნიშნულ ფაქტს ხელისუფლების სისუსტედ აფასებენ და შემაშფოთებელს უწოდებენ. უმრაველობაში კი საქმის გამოძიების დასრულებას ელოდებიან. აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი ჟურნალისტი თბილისში გუშინ გაუჩინარდა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ის აზერბაიჯანში იმყოფება. როგორც თავად აცხადებს, ის საცხოვრებელ სახლთან უცნობმა პირებმა დააკავეს, სცემეს და ბაქოში წაიყვანეს.