დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა „აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვის შესახებ“ კანონპროექტის განახლებული ვერსია მოამზადა. შეგახსენებთ, რომ კანონპროექტის პირველადი ვერსიით, რომლის განხილვაზეც პარლამენტმა უარი თქვა, იკრძალებოდა აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის გავრცელება რელიგიურ, საბავშვო, სასწავლო და სამედიცინო დაწესებულებებში, კულტურისა და სპორტულ ორგანიზაციებში, ასევე იკრძალებოდა გარე რეკლამა აღნიშნული დაწესებულებებიდან 100 მეტრის რადიუსში.
როგორც დეპუტატი ამბობს, აღნიშნული კანონპროექტი შეცვლილი სახით ხელმეორედ დაარეგისტრირა, რაც სრულად კრძალავს ნებისმიერი სახის აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამას.
ბიზნესომბუდსმენმა, დეპუტატის მიერ, პარლამენტში აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვასთან დაკავშირებით კანონპროექტის ხელახლა შეტანის შესახებ განცახდება გააკეთა. ირაკლი ლექვინაძე ამბობს, რომ აღნიშნული კანონპროეტის მიღება რეკლამის განმთავსებელ კომპანიებს დააზიანებს.
ოფიციალური მონაცემებით, სათამაშო ბიზნესის ბრუნვა წლიდან წლამდე სულ უფრო იზრდება, მაგალითად, თუ 2017 წელს სექტორის ბრუნვა 6 მილიარდი ლარი იყო, 2018 წელს 173%-ით გაიზარდა და 13 მილიარდ 806 მილიონი ლარი შედაგინა.