კონკურენციის სააგენტომ შპს “ჯი-თი მოტორსის” საჩივრის საფუძველზე მოკვლევა დაიწყო. თემა ეხება კონკურენტი კომპანია შპს “ჯ.თ. მოტორსის” მხრიდან არაკეთილსინდისიერი კონკურენციის შესაძლო დარღვევის ფაქტს.
საჩივარში საუბარია ავტოტექმომსახურების სფეროში საქმიანობის იდენტურობაზე - როგორც ლოგოს, ასევე კომპანიის დასახელების მიზანმიმართულ მსგავსებაზე, რაც მომჩივანის პოზიციით, პოტენციური მომხმარებლის და ასევე პარტნიორი კომპანიების დეზინფორმირებას, შეცდომაში შეყვანის მცდელობას წარმოადგენს.