ხორბლისა და ხორბალ-ჭვავის ფქვილის საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანა და გატანა ავტოსატრანსპორტო საშუალებებით იკრძალება. ფინანსთა სამინისტროს ბრძანებით, რომელსაც ხელს ივანე მაჭავარიანი აწერს, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ხორბლის შემოტანა და გატანა ნებადართული ხდება მხოლოდ სარკინიგზო გზითა და პორტების მეშვეობით. ცალკეულ შემთხვევებში კი შემოსავლების სამსახურის ნებართვით ხორბლის შემოტანა და გატანა შესაძლოა, სხვა ტიპის ტრანსპორტითაც განხორციელდეს. ბრძანება ძალაში 15 სექტემბრიდან შედის.