საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 2015 წელს 600-ზე მეტი ადამიანი, ხოლო 2016 წელს - 585 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ საკრებულოს წევრმა, ეროვნული საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტმა შალვა ოგბაიძემ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა.
მისი თქმით, ეს არის ის კატასტროფული სტატისტიკა, რომელიც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში დაგროვილი პრობლემების შედეგია.