ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისი-წყალტუბოს დამაკავშირებელ გზაზე - დაშავებულია რამდენიმე მგზავრი - Palitra News

ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისი-წყალტუბოს დამაკავშირებელ გზაზე - დაშავებულია რამდენიმე მგზავრი

2019-05-27 10:04:53+04:00

ავტოსაგზაო შემთხვევა იმერეთში - ერთმანეთს ორი სამგზავრო მიკროავტობუსი შეეჯახა. შემთხვევა ქუთაისი-წყალტუბოს დამაკავშირებელ გზაზე მოხდა. მიკროავტობუსები ერთმანეთის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობდნენ. შემთხვევის შედეგად რამდენიმე მგზავრი დაშავდა. ისინი სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

ადგილობრივები ყვებიან, რომ ქუთაისი-წყალტუბოს დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევები საკმაოდ ხშირია და სამართალდამცველებს პრევენციული ღონისძიებებისკენ მოუწოდებენ.