ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზემო ხოდაშენში შეშით დატვირთული ავტომობილი ხევში გადავარდა. გავრცელებული ინფორმაციით, სატვირთო ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და სავალი ნაწილიდან გადავიდა. შემთხვევის შედეგად თავად მძღოლი დაშავდა, ის თელავის რეფერალურ საავამდყოფოში გადაიყვანეს.შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტით მოძრაობისა და ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.