ავტორიზაციის გაუქმების მიუხედავად, შაჰინის სახელობის სკოლაში სწავლა გრძელდება - Palitra News

ავტორიზაციის გაუქმების მიუხედავად, შაჰინის სახელობის სკოლაში სწავლა გრძელდება

2017-02-06 12:35:14+04:00

ავტორიზაციის გაუქმების მიუხედავად, შაჰინის სახელობის მეგობრობის ლიცეუმში სასწავლო პროცესი გრძელდება. სკოლის დირექტორმა ელგუჯა დავითაძემ განუცხადა, უკვე მეორე გაკვეთილი ტარდება და სასწავლო პროცესში შეფერხება არ არსებობს. მისივე განცხადებით, ჯერ ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება არ მიუღია, რის შესაბამისადაც, სასწავლო პროცესს აგრძელებს. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ინფორმაციით, ავტორიზაციის საბჭომ შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმს ავტორიზაცია ბავშვების სკოლაში ჩარიცხვასთან დაკავშირებული ხარვეზების გამო გაუუქმა.

იხილეთ: ბათუმში, შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმს ავტორიზაცია გაუუქმდა - ფაქტს დირექტორი ეხმაურება