2021 წელს მსოფლიო ავტომწარმოებელთა შემოსავლები 210 მილიარდი დოლარით შემცირდება. ამის მიზეზი კი მიკროჩიპების გლობალური დეფიციტია. აღნიშნულის შესახებ საუბარია კონსალტინგური კომპანია AlixPartners-ის ანგარიშში. არადა ეს ორგანიზაცია მაისში 110-მილიარდიან დანაკლისს, ხოლო იანვარში 60 მილიარდ 600 მილიონი დოლარის დანაკლისს პროგნოზირებდა.
ორგანიზაციის ახალი პროგნოზით, გლობალური ავტოწარმოება მიმდინარე წელს 7 მილიონ 700 ათასი ავტომობილით შემცირდება, არადა მაისში ეს პროგნოზი 3 მილიონ 900 ათასი იყო.
გასულ კვირას კვლევითმა ორგანზაიციამ IHS Markit ასევე შეამცირა ავტომობილების წარმოების წლევანდელი პროგნოზი მთელი 13 მილიონი ავტომობილით.
მაკომპლექტებლების დეფიციტის გამო ავტომწამროებლები იძულებულნი არიან ან სრულად შეწყვიტონ საავტომობილო წარმოება გარკვეული პერიოდით, ან მნიშვნელოვნად შეამცირონ წარმოების მასშტაბი.