ავტომობილის ნასვამ მდგომარეობაში მართვაზე საჯარიმო სანქციები იზრდება და ადმინისტრაციული პატიმრობა შემოდის - Palitra News

ავტომობილის ნასვამ მდგომარეობაში მართვაზე საჯარიმო სანქციები იზრდება და ადმინისტრაციული პატიმრობა შემოდის

2021-09-07 15:58:44+04:00

პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და დღესვე დაამტკიცებს პროექტს, რომლის საფუძველზეც, ავტომობილის ნასვამ მდგომარეობაში მართვაზე საჯარიმო სანქციები იზრდება და ადმინისტრაციული პატიმრობა შემოდის.

“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტს დეპუტატებმა ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა შესთავაზეს, რომელთა ინიციატივას მმართველმა გუნდმა მხარი დაუჭირა.