ავტომობილის ჯგუფურად გაქურდვის მცდელობის ფაქტზე,შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრობლებმა 2 პირი დააკავეს - ერთ-ერთი მათგანი წარსულში მრავალჯერ არის ნასამართლევი. ბრალდებულები ფიროსმანის ქუჩაზე, მოქალაქის კუთვნილი ავტომობილიდან სხვადასხვა ნივთის მოპარვას ცდილობდნენ. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.