თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-10 კორპუსის(მაღლივი) მიმდებარე ტერიტორიიდან "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის", ველოსპორტის ეროვნულ ფედერაციისა და პარტნიორი ორგანიზაციების თანამშრომლობით, ასევე საქართველოში გაერო-ს წარმომადგენლობის მხარდაჭერით, ავტომობილის გარეშე საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ველომსვლელობა იმართება.