სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთის რეგიონებსა და თბილისში ტექნიკური ინსპექტირების განმახორციელებელი 10 ცენტრი გამოვლინდა, რომლის თანამშრომლები მუნიციპალურ და კერძო მფლობელობაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემოწმებისას ტექნიკური ინსპექტირების დადებითად გავლის ყალბ ანგარიშებს გასცემდნენ. ავტომობილებს, რომლებზეც ტექნიკური ინსპექტირების ყალბი დოკუმენტები გაიცა, შესაბამისი შემოწმების გავლა თავიდან მოუწევთ.