მარჯვენასაჭიანი ავტომობილებზე აქციზის ზრდის შედეგი უკვე სახეზეა. საქსტატის ოფიციალური მონაცემებიც ადასტურებს, რომ საქართველოში ავტომობილების იმპორტი მნიშვნელოვნდაა შემცირებული. ქვეყანაში იმპორტიორი კომპანების ნაწილი გაკოტრების ზღვარზეა, ნაწილი კი ახალი ბაზრების ათვისებას ცდილობს. როგორც "იამოტოს“ მმართველი პარტნიორი პაატა მაისურაძე აცხადებს, კომპანიაში რთული ვითარებაა შექმნილი. განსხვავებული პოზიციას აფიქსირებენ ქარექსპრეს ფორვარდერში. კომპანიის დირექტორის მოადგილე აცხადებს, რომ იაპონიის ბაზრის ჩანაცვლება ამერიკითა და კორეით მოხდა. თუმცა ამასთან ერთად, ჯეჯელავა ამერიკული ავტომობილების დაბალ ხარისხსა და შედარებით მაღალ ფასზეც მიუთითებს.