ავტომფლობელებისთვის ავტომობილების განბაჟება 2021 წლის მარტამდე გადავადდება. შესაბამისი დავალება დღევანდელ მთავრობის სხდომაზე პრემიერ - მინისტრმა გიორგი გახარიამ ფინანსთა მინისტრს მისცა.
პრემიერის თქმით, ამ პერიოდში არ მოხდება საურავების დარიცხვა. პრემიერის თქმით კრიზისის ზემოქმედება გრძელვადიანი იქნება და თანხის გადავადება დაახლოებით 24 ათასს ავტომობილს შეეხება ხოლო შეღავათი 30 მილიონ ლარზე მეტი იქნება.