ავტომობილების გამონაბოლქვის კონტროლი მკაცრდება. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში ამბობენ, რომ ავტომობილს, რომელსაც მუქი შეფერილობის გამონაბოლქვი ექნება, ქუჩაში მოძრაობისას გააჩერებენ და სპეციალური ხელსაწყოთი შეამოწმებენ, რათა დადგინდეს სცდება თუ არა ზღვრულ ნორმას გამონაბოლქვში CO-ს შემცველობა. იმ შემთხვევაში, თუ ნორმების გადამეტება დაფიქსირდება, სამართალდამრღვევი მძღოლების მიმართ გამკაცრებული სანქციები ამოქმედდება. აღსანიშნავია, რომ საპატრულო პოლიცია და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები ერთობლივად განახორციელებენ ამ მიმართულებით პატრულირებას. ავტომობილების შემოწმების პროექტი თავდაპირველად საპილოტე რეჟიმში თბილისში განხორციელდება. შემდგომ კი საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს.