დიდ ბრიტანეთში, უცნობმა დიზაინერმა ავტობუსის ერთი, ჩვეულებრივი ხის მოსაცდელი, რომელსაც ვანდალები წლების განმავლობაში ანადგურებდნენ, მეტად კომფორტულ და მყუდრო ნაგებობად გადააქცია. ახლა ძველი მოსაცდელი საცხოვრებელი სახლის ოთახს უფრო ჰგავს, ვიდრე ავტობუსის გაჩერებაზე მდგარ კონსტრუქციას.