დიდი ბრიტანეთის ქალაქ საუთჰემპტონში უჩვეულო ავტობუსი გამოჩნდა. მგზავრების გადაყვანის პარალელურად ავტობუსი ჰაერსაც წმენდს. საუთჰემპტონი დიდი ბრიტანეთის ქალაქებიდან ყველაზე დაბინძურებულია. სწორედ ამიტომ სატრანსპორტო კომპანია Go-Ahead-მა გადაწყვიტა ჰაერის გამწმენდი ფუნქციით აღჭურვილი ავტობუსის ამ ქალაქში გაშვება. ავტობუსს 10 მეტრ სიმაღლემდე შეუძლია ჰაერის გაწმენდა.