მთავრობამ "გარკვეული კატეგორიის ძრავიან სატრანსპორტო საშუალებებში სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობების მონტაჟისა და გამოყენების შესახებ" ტექნიკური რეგლამენტი დაამტკიცა. რეგლამენტის თანახმად, 5 ტონამდე და 5 ტონაზე მეტი მასის მქონე, მგზავრთა გადამყვანი ტრანსპორტის გზებზე გამოყენება დასაშვები იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი აღჭურვილი იქნება სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობით, რომლითაც მათი სიჩქარე საათში 100 კილომეტრზე მეტი არ იქნება; ხოლო 3.5 ტონამდე ან მეტი სრული მასის მქონე ტვირთის გადასაზიდი ავტოსატრანსპორტო საშუალების სიჩქარე საათში 90 კილომეტრს არ უნდა აღემატებოდეს.დადგენილების თანახმად, რეგლამენტი საერთაშორისო გადაზიდვებში ჩართული ან/და პირველად რეგისტრირებული ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებებისათვის 2017 წლის 31 დეკემბრიდან; ხოლო ქვეყნის შიდა გადაზიდვებში ჩართული ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებებისათვის 2020 წლის პირველი სექტემბრიდან ამოქმედდება.