18 სექტემბერს, გვიან ღამით, ავარიის შედეგად "იუნკრების" 19 წლის მორაგბე ბართლომე კალაძე გარდაიცვალა. ინფორმაციას Rugby TV-ის facebook-გვერდი ავრცელებს. ბართლომე კალაძე სხვადასხვა დროს საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ასაკობრივ გუნდებშიც თამაშობდა. მას მონაწილეობა აქვს მიღებული 2018 წლის ევროპის ჩემპიონატზეც.