ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის ადვოკატ კახა წერეთლის განცხადებით თბილისის სააპელაციო სასამართლომ ავთანდილ წერეთლის სარჩელი წარმოებაში არ მიიღო. ადვოკატის თქმით, წერეთელს ათ სექტემრამდე აქვს დრო, რომ მიიღოს გადაწყვეტილება გადაიხდის თუ არა გირაოს, თუმცა ასევე აღნიშნა, რომ ბიზნესმემენი გირაოს გადახდას არ აპირებს. ასევე როგორც მან აღნიშნა ფულის გადახდის გარდა, შესაძლებელია უძრავი ქონებაზე საუბარი და თუ არც უძრავი ქონებით მოხდა უზრუნველყოფა და არც თანხის გადახდა, ასეთ შემთხვევაში, პროკურატურა უფლებამოსილია სასამართლოს მიმართოს პატიმრობის შეფარდების თაობაზე.