ბრალდებულმა ბიზნესმენმა ავთანდილ წერეთელმა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, მას აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, გაასაჩივრა.
ბიზნესმენის ადვოკატის კახა წერეთელის ინფორმაციით, დაცვის მხარის მოთხოვნა კვლავ უცვლელია და ავთანდილ წერეთლის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვენ.
ამასთან, ადვოკატი განმარტავს, რომ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების არანაირი საფუძველი არ არსებობს და საფრთხე იმისა, რომ ავთანდილ წერეთელი მიემალება გამოძიებას, ან მოწმეებზე ზემოქმედებას მოახდენს, არ არსებობს.