ავსტრიის პარლამენტის ქვედა პალატამ, 137 ხმით 33-ის წინააღმდეგ, მხარი დაუჭირა მთავრობის შეთავაზებას, რომელიც ზრდასრული მოქალაქეებისთვის კორონავირუსზე სავალდებულო ვაქცინაციის დაწესებას ითვალისწინებს. კანონპროექტს პარლამენტის ზედა პალატის მხარდაჭერაც სჭირდება, რის შემდეგაც მას ქვეყნის პრეზიდენტი მოაწერს ხელს.
კანონი, დიდი ალბათობით, 1-ელი თებერვლიდან ამოქმედდება და ავსტრია გახდება პირველი ევროპული ქვეყანა, სადაც ვაქცინაცია სავალდებულო გახდება.
არავაქცინირებულ მოქალაქეებს მარტის შუა რიცხვებიდან 3 600-მდე ევროს ოდენობით ჯარიმის გადახდა მოუწევთ. სავალდებულო ვაქცინაციის წესი, სავარაუდოდ, 2024 წლამდე დარჩება ძალაში.