ვენაში განხორციელებული თავდასხმის გამო ავსტრიაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. გლოვის ნიშნად, გარდაცვლილთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივს მიაგებენ, სამთავრობო შენობებზე კი დროშებს დაუშვებენ.
შეგახსენებთ, ვენაში განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულია რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე, მათგან ორი მამაკაცი და ერთი ქალი. პოლიციის ინფორმაციით, სროლების დროს 15 ადამიანი დაშავდა, ერთ-ერთი თავდამსხმელი კი ლიკვიდირებულია. ვენაში, სინაგოგასთან ახლოს, თავდასხმა 6 სხვადასხვა ლოკაციაზე მოხდა.
ავსტრიის კანცლერმა სებასტიან კურცმა ფაქტს „ტერორისტული თავდასხმა“ უწოდა.