ავსტრიამ კანცელარიის შენობის თავზე სოლიდარობის ნიშნად ისრაელის დროშა აღმართა - Palitra News

ავსტრიამ კანცელარიის შენობის თავზე სოლიდარობის ნიშნად ისრაელის დროშა აღმართა

2021-05-14 15:12:18+04:00

ავსტრიამ, ვენაში, კანცელარიის შენობის თავზე სოლიდარობის ნიშნად ისრაელის დროშა აღმართა.

„დღეს, ისრაელის მიმართ სოლიდარობის ნიშნად დროშა აღიმართა ფედრალური კანცელარიის შენობის სახურავზე. ისრაელზე ტერორისტული თავდასხმები უმკაცრეს დაგმობას იმსახურებს. ჩვენ ერთად ვდგავართ ისრაელის გვერდით“, - დაწერა ავსტისიის კანცლერმა სებასტიან კურცმა „ტვიტერზე“.