ციფრული მარკეტინგის სააგენტო Versa-ს დასაქმებულები ორშაბათსა და სამშაბათს ჩვეულ რეჟიმში, სრულ განაკვეთზე მუშაობენ, ოთხშაბათს ისვენებენ, ხუთშაბათსა და პარასკევს კი სამსახურს განახლებული ენერგიით უბრუნდებიან.Versa ავსტრალიის ერთ-ერთი წარმატებული კომპანიაა, რომელიც განახლებულ სამუშაო გრაფიკზე გადავიდა - თანამშრომლებს 5 დღის ანაზღაურებას უხდის, 4 დღის განმავლობაში კი ამუშავებს. ოთხშაბათობით, კომპანიის წარმომადგენლები არცერთ შეხვედრას არ ნიშნავენ, ხოლო თუ კლიენტებს გადაუდებელი საქმე აქვთ, შეუძლიათ, თანამშრომლებს ტელეფონით დაუკავშირდნენ.როგორც გამოცემა BBC იუწყება, მას შემდეგ, რაც ახალ სამუშაო გრაფიკზე გადავიდნენ, Versa-ს თანამშრომლებმა შეამჩნიეს, რომ დაკისრებულ მოვალეობებს უფრო ეფექტურად ასრულებენ და უკეთ კონცენტრირდებიან.