ავტრალიური ავიაკომპანია Qantas (ქანტას) 2018 წლის კომპანიად დასახელდა. ამის მიზეზი კი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი ფრენის შესრულება გახდა. ფრენა ავსტრალიის ქალაქ პერთიდან ლონდონამდე განხორციელდა და მანძილი 14 ათას 496 კილომეტრი იყო. ცნობისთვის, აღნიშნული ჯილდო განკუთვნილია ავიაკომპანიებისთვის, აეროპორტებისთვის და ინდივიდუალური პიროვნებებისთვის, რომლებიც ავიაციის სფეროში წარმატებულები არიან. რაც შეეხება ავიაკომპანიას, 2018 წლის აგვისტოში Qantas მილიარდ 600 მილიონ დოლარიანი მოგება დაუფიქსირდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14 პროცენტით მეტია.