ავსტრალიის სასამართლომ ე.წ. „ზურგჩანთის გადასახადი“ უკანონოდ სცნო.
შეგახსენებთ, რომ 2017 წელს ავსტრალიის მთავრობამ საკამათო 15%-იანი საგადასახადო განაკვეთი დააწესა ორი სავიზო კატეგორიისთვის, რომელიც განკუთვნილი იყო სამუშაო საშვებულებო ვიზით მოსარგებლე ადამიანებისთვის.
თუმცა, ავსტრალიის სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღნიშნული გადასახადის დაწესება, რომელსაც „ზურგჩანთის გადასახადად“ მოიხსენიებენ, შტატებთან, გერმანიასთან, ფინეთთან, ჩილესთან, იაპონიასთან, ნორვეგიასა და თურქეთთან არსებულ ხელშეკრულებებს არღვევდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გადასახადის გადახდის ვალდებულება შესაძლოა, ათიათასობით მოგზაურს დაწესებოდა.
როგორც ცნობილია, საშვებულებო პერიოდში დროებითი დასაქმების საძიებლად, ავსტრალიაში ყოველწლიურად დაახლოებით, 150 ათასი უცხოელი მოგზაურობს.