ავსტრალიის სანაპიროებს ძლიერი ციკლონი უახლოვდება. მოახლოვებული სტიქიის გამო მოსახლეობის მასობრივი ევაკუაცია მიმდინარეობს. მსგავსი მასშტაბური ევაკუაცია 1974 წლის სტიქიის შემდეგ ავსტრალიაში არ განხორციელებულა. ავსტრალიის ჩრდილოეთ ტერიტორიაზე, სადაც მოსალოდნელია ციკლონი, საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ციკლონს უკვე მიენიჭა მეოთხე კატეგორია. მოსალოდნელი სტიქიის გამო ავიარეისების ნაწილი შეწყდა. მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.