ავსტრალიის ორ ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ შტატს, ვიქტორიასა და ახალ სამხრეთ უელსს, შორის საზღვარი განუსაზღვრელი ვადით იკეტება.
მედიის ცნობით, ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება ვიქტორიას შტატის დედაქალაქ მელბურნში კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო მიიღო. ვოქტორიას პრემიერის, დანიელ ენდრიუსის თქმით, სასაზღვრო შეზღუდვა ძალაში მიმდინარე კვირის ოთხშაბათიდან შევა.
ცნობისათვის, ავსტრალიაში დღემდე კორონავირუსის 8 583 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია 105 ადამიანი. ბოლო 2 კვირის განმავლობაში მელბურნში კორონავირუსის ასობოთ შემთხვევა დადასტურდა, რამაც ქვეყანაში გამოვლენილი ახალი შეთხვევების 95% შეადგინა.
"როიტერსის" ინფორაციით, ასეთი რამ ბოლო 100 წელიწადში პირველად ხდება. ვიქტორიასა და ახალ სამხრეთ უელსს შორის საზღვარი ბოლოს 1919 წელს, ესპანური გრიპის პანდემიის დროს, ჩაიკეტა.