ავსტრალიის ხელისუფლებამ ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკის წინააღმდეგ ეროვნული კანონმდებლობის სერიოზული დარღვევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. კანონი ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების მუხლებს შეიცავს.
ავსტრალიის ეროვნულ ბანკში (NAB) განაცხადეს, რომ სახელმწიფო საანგარიშო-ანალიტიკური ტრანზაქციების ცენტრმა (AUSTRAC) კლიენტების იდენტიფიცირების სფეროში და მათ ფინანსურ ანალიზში ბანკის მხრიდან დარღვევები გამოავლინა. ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ ბანკის შესაბამისი სამსახურები AUSTRAC-თან აქტიურად თანამშრომლობენ და მზად არიან, ყველა საჭირო ზომა მიიღონ.
ავსტრალიურმა ფინანსურმა მარეგულირებელმა ანალოგიური უწყება გაუგზავნა კომპანია Crown Resorts-საც, რომელიც ავსტრალიასა და დიდ ბრიტანეთში კაზინოებსა და სასტუმროებს ფლობს. უწყება მიიღო სათამაშო ბიზნეს-კომპანია SkyCity-მაც, რომელიც ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში ოპერირებს. მარეგულირებელს ამ კომპანიების წინააღმდეგ სანქციები ჯერჯერობით არ დაუწესებია.