ავსტრალიის ხელისუფლებამ ტყის ხანძრის გამო რამდენიმე რაიონში მოსახლეობის სასწრაფო ევაკუაცია გამოაცხადა, - ამის შესახებ ინფორმაციას "როიტერსი" ავრცელებს.
"მდგომარეობა ძალიან საშიშია, შესაძლოა, მეხანძრეებმა მალე ცეცხლის ლოკალიზება ვეღარ შეძლონ", - ნათქვამია ქუინსლენდის სახანძრო და საგანგებო სიტუაციების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, ავსტრალიაში, ახალი სამხრეთ უილსისა და ქუინსლენდის შტატებში რამდენიმე დღეა უპრეცედენტო მასშტაბის ხანძარს ებრძვიან. ოფიციალური მონაცემებით, დაფიქსირებულია ცეცხლის 150-მდე კერა. დამწვარია, ან იწვის, 1,1 მილიონ ჰექტარზე მეტი ფართობის ტერიტორია. სტიქიასთან ბრძოლას ცხელი და ქარიანი ამინდი ართულებს.