ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში ძლიერი დაკვამლიანებაა. ამის მიზეზი მასშტაბური ხანძრებია, რომელიც ქალაქთან ახლოს მძვინვარებს. ადგილობრივი მედიის ცნობით, სიდნეიში ჰაერის დაბიძნურების დონე მნიშვნელოვნად გაიზარდა, რის გამოც საფრთხე ემუქრება მოსახლეობას. დაკვამლიანების გამო, გადაიდო ნავების და გემების დაგეგმილი რეისები. ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ სუნთქვის პრობლემები აქვთ. კვამლმა ავსტრალიის დედაქალაქ კანბერამდეც ჩააღწია.
შეგახსენებთ, ავსტრალიის ტყეების ხანძარი რამდენიმე კვირის წინ დაიწყო და მიუხედავად მეხანძრეების 24-საათიანი მუშაობისა, ამჟამად ქვეყანაში ხანძრის 100-ზე მეტი კერაა. ავსტრალიის აღმოსავლეთ ნაწილში ხანძარმა 2 მილიონზე მეტი ტყის მასივი და 700 საცხოვრებელი სახლი უკვე გაანადგურა. სტიქიას 4 ადამიანი ემსხვერპლა.