ავსტრალიის ღია პირველობის პირველი რაუნდი დასასრულს უახლოვდება. 64-ედ ფინალური ეტაპის უკანასკნელ სათამაშო დღეს რამდენიმე საინტერესო დაპირისპირება შედგა. მარტივი გამარჯვება მოიპოვა ლეონარდო მაიერმა, რომელმაც ჩილელი ნიკოლას ჯარი 4 სეტში დაამარცხა. მაიერმა მეტოქეს 7-6 7-6 4-6 6-3 მოუგო, რისთვისაც სულ 3 საათი და 15 წუთი დასჭირდა. მძიმე ბრძოლა შედგა ახალგაზრდა კამილ მაიჩრზაკსა და კეი ნიშიკორის შორის. მიუხედავად იმისა, რომ იაპონელი უპირობო ფავორიტად მიიჩნეოდა მატჩი ძალიან დაძაბული გამოდგა. პოლონელმა პირველი ორი სეტი 6-3 7-6 მოიგო, თუმცა შემდეგ დაშავდა და სათანადო დონეზე ასპარეზობა ვეღარ გააგრძელა. მომევნო ორი სეტი ნიშიკორიმ მეტოქეს 6-0 6-2 მოუგო, მეხუთე სეტში, კი როცა იაპონელი 3-0 ს იგებდა, კამილმა მატჩი შეწყვიტა და დამარცხება აღიარა. ქალთა თანრიგში მარტივი გამარჯვება მოიპოვა, ტურნირის ერთ-ერთმა ფავორიტმა და ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ქალმა ჩოგბურთელმა სერენა უილიამსა. ამერიკელმა ჩოგბურთელმა გერმანელი ტატიანა მარია 2 სეტში 6-0 6-2 დაამარცხა, რისთვისაც სულ 50 წუთი დასჭირდა.სერნას მომდევნო წრეში უკვე საკმაოდ რთული მეტოქე, ეუჟენი ბუშარი დაუპირისპირდება. ასევე მარტივად იმარჯვა, ამერიკელმა ჩოგბურთელმა მედისონ კიზმა, რომელმაც ავსტრალიელი დესდტანი აიავა მარტივად 6-2 6-2 დაამარცხა. მომდევნო წრეში კიზი, მისთვის ასევე მარტივ მეტოქეს ანასტასია პოტაპოვას დაუპირისპირდება.