18 მაისს ავსტრალიაში ფედერალური არჩევნები გაიმართა. საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, პირველ ადგილზე ლიბერალური პარტია გავიდა, რონელიც პარლამენტში 74 ადფილს მიიღებს. მეორე ადგილი კი ქვეყნის მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ ლეიბორისტებმა დაიკავეს, მათ პარლამენტში 65 ადგილის დაკავება შეძლეს.
აღსანიშნავია, რომ წინასწარი გამოკითხვების მიხედვით არჩევნბეში ლეიბორისტები ლიდერობდნენ და დამარცხება მათთვის მოულოდნელი იყო, თუმცა მათმა ლიდერმა ბილ შორტენმა ფედერალურ არჩევნებში დამარცხება აღიარა.
აღსანიშშნავია, რომ ავსტრალიაში არჩევნებში ხმისმიცემის უფლება ქვეყნის მაშტაბით 16 მილიონ ადამიანს ჰქონდა. ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით, პირი რომელიც არჩევნებში ხმას არ მისცემს 20 დოლარით ჯარიმდება.