ავსტრალიის არჩევნებში ოპოზიციურმა „ლეიბორისტულმა პარტიამ“ გაიმარჯვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ენტონი ალბანეზა გახდება.
BBC-ის ინფორმაციით, ავსტრალიის მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა, სკოტ მორისონმა მარცხი აღიარა და კონკურენტს გამარჯვება მიულოცა. ამასთან, გამოცემის ცნობით, არჩევნებში გამარჯვების მიუხედავად, „ლეიბორისტულ პარტიას“ პარლამენტის 151 ადგილიან ქვედა პალატაში უმრავლესობის მოსაპოვებლად საჭირო 76 მანდატს 4 ადგილი აშორებს.