ავსტრალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „ვოლაბების“ წევრთა ნაწილი ნაკრებში თამაშზე უარს იმ შემთხვევაში განაცხადებს, თუკი სადისციპლინო კომიტეტი ისრაელ ფოლაუს არ დასჯის.ფოლაუს მიმართ მოსმენა მომდევნო შაბათს გაიმართება და 10 აპრილს, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ჰომოფობიურ განცხადებას შეეხება.მისი თანაგუნდელების აზრით, ფოლაუმ საკუთარი თავი გუნდზე წინ დააყენა. სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებამდე ავსტრალიელ მორაგბეს ყველა სპორტული აქტივობა აკრძალული აქვს.