სეზონური მუშახელის მწვავე დეფიციტის გამო, ავსტრალიის მთავრობამ სოფლისა და სატყეო მეურნეობების, ასევე, მეთევზეობის მუშებისთვის ვიზის შემოღება გადაწყვიტა. ინფორმაციას Freshfruitportal-ი ავრცელებს.
ავსტრალიის სასოფლო-სამეურნეო ვიზა ხელმისაწვდომი იქნება იმ ქვეყნების განმცხადებლებისთვის, რომლებთანაც ორმხრივი თანამშრომლობის შეთანხმება მოქმედებს. სრული პირობები მომდევნო 3 წლის განმავლობაში, ვიზის ამოქმედებასთან ერთად შემუშავდება და განხორციელდება.
ავსტრალიის მთავრობამ განაცხადა, რომ დარგობრივ კონსულტაციებს გამართავს, რათა სოფლის მეურნეობის ცალკეული სექტორებისა და ბიზნესის საჭიროებებს გაეცნოს.