ავსტრალიაში უპრეცედენტო რაოდენობის ხანძრის კერას ებრძვიან, ამის შესახებ "ბიბისის" ცნობით, ავსტრალიის მთავრობაში აცხადებენ.
ხანძრები, რომელთა რაოდენობა 90-ს აჭარბებს, ახალი სამხრეთ უელსის შტატში მძვინვარებს. ცეცხლის კერების უმრავლესობა გვალვის შედეგად დაზიანებულ ტერიტორიებზეა, მის გავრცელებას კი ხელს ქარი და ძლიერი სიცხე უწყობს. ხანძრების გამო საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული დასავლეთ ავსტრალიასა და ქუინზლენდშიც.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ცეცხლი ბუჩქნარებს უკიდია.
ხანძრები ავსტრალიაში უკვე რამდენიმე თვეა მძვინვარებს. გასულ თვეს სტიქიას ორი ადამიანი შეეწირა. გარდა ამისა, ასობით ცხოველი განადგურდა, მათ შორის კოალები.