ავსტრალიაში, ახალი სამხრეთ უელსის შტატში, უხვი ნალექის შედეგად გამოწვეული წყალდიდობის გამო 18 000-მდე მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა.
BBC-ის ცნობით, კოკისპირულმა წვიმებმა სიდნეის გარშემო და სამხრეთ-აღმოსავლეთ ქუინსლენდში მდინარეებისა და კაშხლების გადავსება გამოიწვია. ადიდებულმა მდინარეებმა დააზიანა გზები და ხიდები, დროებით დაიხურა 150-მდე სკოლა, „ნიუკასლის აეროპორტში“ კი, სადაც ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი დაიტბორა, ავიარეისები შეჩერდა.
ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ სტიქია, შესაძლოა, მთელი კვირის განმავლობაში გაგრძელდეს და მოსახლეობას სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებენ.