ავსტრალიაში ციკლონმა "დებიმ" 2 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ათობით ათასი მოქალაქე კი სტიქიის ზონაში რჩება. მეოთხე კატეგორიის ციკლონმა ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში წყალდიდობა გამოიწვია. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობის ნაწილის ევაკუაცია მოახერხა, მოქალაქეთა დიდი ნაწილი კი წყალდიდობას საკუთარი ძალებით ებრძვის. სტიქიის შედეგად 100 ათასზე მეტი სახლი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ქვეყნის მეტეოროლოგიური ბიუროს ცნობით რეგიონში მდებარე მდინარეებიდან 6 ადიდებულია. ავსტრალიის პრემიერ მინისტრმა, მალკოლმ ტურნბულმა მოსახლეობას სიფრთხილისკენ და ყველანაირი რისკის თავიდან აცილებისკენ მოუწოდა. ციკლონის შედეგად ავსტრალიის ჩრდილოეთ ნაწილს დიდი ზიანი მიადგა. ადგილობრივი ხელისუფლება ზარალს ითვლის.